LUCKYSHOP.GE
წარმოადგენს შუამავალს თქვენსა ონლაინ
მაღაზიებს შორის და საკუთარ თავზე
იღებს, როგორც ფინანსურ ასევე
სატრანსპორტო ოპერაციებს.
LUCKYSHOP.GE-ს მუშაობის
პრინციპი შემდეგია: კლიენტი
გვიკვეთავს, ჩვენ კი ვასრულებთ.
შეკვეთის შესრულების პრინციპების
დარღვევის შემთხვევაში კლიენტს თანხა
უბრუნდება სრულად. ხშირ შემთხვევაში
უცხოური ონლაინ მაღაზიები არ
აგზავნიან საქართველოში ან არ იღებენ
ქართულ საკრედიტო ბარათებს.
LUCKYSHOP.GE-სთვის
ეს არაა პრობლემა. ჩვენ ვიზრუნებთ
პროდუქტის ჯერ საკუთარ ამერიკულ
მისამართზე მიტანაზე შემდეგ კი
ჩვენსკენ გამოგზავნაზე.
5
მიზეზი თუ რატომ უნდა შევუკვეთოთ
LUCKYSHOP.GE-ში
და არა სხვა კომპანიებში:
1. LUCKYSHOP.GE
თავის თავზე იღებს ყველა პროცედურას
და იცავს კლიენტს ნებისმიერი
მატერიალური რისკებისგან, რაც ონლაინ
ვაჭრობის დროს არის მოსალოდნელი.
2. LUCKYSHOP.GE-ს
აქვს უსწრაფესი სერვისი მთელს
საქართველოში.
3. LUCKYSHOP.GE-ში
წინასწარაა ცნობილი თქვენი ამანათის
მიღების ზუსტი დრო და ხარჯი.
4.
LUCKYSHOP.GEპასუხს აგებს
ჩამოსული პროდუქტის სიზუსტესა და
ვარგისიანობაზე, წინააღმდეგ
შემთხვევაში ანაზღაურებს გადახდილი
თანხის 100%-ს.
5. LUCKYSHOP.GE
არის პირველი კომპანია საქართველოში,
რომელიც მუშაობს ამ სერვისით და აქვს
ყველაზე დიდი გამოცდილება
საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის
სფეროში.
LUCKYSHOP.GE-ს
მომსახურების ტარიფი არ არის ფიქსირებული და
არ იანგარიშება პროცენტული მაჩვენებლით. ის
დამოკიდებულია შეკვეთის
შესასრულებელი ვებ გვერდის სანდოობასა
და სირთულის მიხედვით.
შეკვეთის ღირებულებაზე
მოქმედი ფაქტორებია:
1. საქონლის ღირებულება - ღირებულება
რაც წერია საიტზე, ფასდაკლების შემტხვევაში
იგულისხმება ფასდაკლებული ფასი. (”SALE”ნიშნავს ფასდაკლებას
”REBATE”- არა)
2. შიდა ტრანსპორტირება (US)
- დამოკიდებულია, გამყიდველის მოთხოვნაზე.
ხშირ შემთხვევაში არის უფასო.
3. Sales Tax (US
დღგ) - დამოკიდებულია გამყიდველის
მდებარეობაზე (შტატი)
4. თბილისამდე ტრანსპორტირება -
დამოკიდებულია წონასა და მოცულობაზე. ვიყენებთ
მხოლოდ DHL Express-ს
(გაშვებიდან 3 დღეში) ან
FEDEX Priority-ს. ქვედა ზღვარი
1.5კგ-მდე წონის ნივთების საფასური
ტრანსპორტირებაზე არის 42$.
ქვემოთ იხილეთ ტარიფების მიახლოვებითი ცხრილი.
0,5კგ - 42$
1,0კგ - 42$
1,5კგ - 42$
2,0კგ - 56$*
3,0კგ - 74$*
4,0კგ - 88$*
5,0კგ - 98$*
5. საბაჟო ღირებულება - ფიზიკურ
პირებზე განხორციელებული შეკვეთები არ
იბეგრება, თუ შეკვეთილი ნივთების ღირებულება
ჯამში არ აღემატება 175$-ს. იურიდიულ პირების
მიერ შეკვეთილი ნებისმიერი პროდუქცია იბეგრება
მიუხედავად მისი სახეობისა და ღირებულებისა
კანონით გათვალისწინებული
განაკვეთით.
6. ტრანსაქციების ღირებულება -
დამოკიდებულია გამყიდველზე და მოითხოვება,
მაშინ როცა გამყიდველი ანგარიშსწორებისთვის
ითხოვს რომელიმე ონლაინ-სატრანსაქციო სისტემას
(PayPal, moneybookers
etc.) 1 ტრანსაქციაზე ქვედა ზღვარია
10$-15$ თუ სატრანსაქციო თანხა არ აღემატება
200$-ს.
7. ჩვენი მომსახურება - იანგარიშება
ნივთის ღირებულებიდან და სირთულის მიხედვით
მეორყეობის ნივთის ღირებულების 9-14%-მდე.
9% - თუ შეკვეთილი ნივთების ჯამური ღირებულება
აღემატება 10000$-ს.
10% - თუ შეკვეთილი ნივთების ღირებულება
აღემატება 5000$-ს.
14% -
შეკვეთებზე რომლებიც ხორციელდება ნებისმიერი
სხვა ამერიკული საიტებიდან.
*მომხმარებლისთვის ზუსტი
ტრანსპორტირების საფასურის კალკულატორის
შექმნა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ნივთის
ტრანსპორტირების საფასური დამოკიდებულია
როგორც ნივთის მოცულობაზე, ასევე მის წონაზეც.
ასევე გასათვალისწინებელია სხვადასხვა
ფაქტორებიც. ზოგ ნივთს (ძირითადად მსხვრევად
ნივთებს) სჭირდება სპეციალური შეფუთვა. რიგი
გამყიდველები თვითონ აყოლებენ საფუთავებს რიგი
კი არა. ტრანსპორტირების ღირებულება ასევე
დამოკიდებულია ფასზეც, რადგან საქონლის
ღირებულების ყოველი 100$ იზღვევა 4$-ად. ზუსტი
კალკულაციისთვის აუცილებელია გადმოგვიგზავნოთ
სასურველი ნივთების ლინკები მეილზე.
დამატებითი კითხვებისთვის
მოგვწერეთ